loader

უკრაინა ანი ლორაკის წინააღმდეგ - მომღერალს საკუთარ სამშობლოში შავ პიარში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინა ანი ლორაკის წინააღმდეგ - მომღერალს საკუთარ სამშობლოში შავ პიარში ადანაშაულებენ

დიდი სკანდალი აგორდა უკრაინელი მომღერლის, ანი ლორაკის ირგვლივ. 35 წლის არტისტი საკუთარ სამშობლოში შავ პიარში დაადანაშაულეს. უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, თავის ახალ კლიპში, რომელიც სიმღერაზე Мальвы გადაიღო, ლორაკმა სპეციალურად გამოიყენა მაიდანზე განვითარებული საშინელი ტრაგედიის ამსახველი კადრები, რათა ვიდეორგოლისთვის უფრო მეტი პოპულარობა შეეძინა. კლიპი 8 მაისს გამოვიდა და YouTube-ზე უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

თავად მომღერალი სიმღერას ომის ბალადას უწოდებს, რომელიც იმ დედებს ეძღვნება, ვისი შვილებიც ომში აღმოჩნდნენ. თუმცა ომის თემის გარდა ვიდეოში პოლიტიკური მოვლენებიც არის ასახული.

უკრაინაში სოციალური ქსელების მომხმარებლები ხალხს მოუწოდებენ ანი ლორაკის კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მომღერალს რუსულ მუსიკალურ კონკურს "ორქოს გრამაფონში" მონაწილეობა შეახსენეს, როდესაც მან ჯილდო მაშინ მიიღო, როცა მაიდანზე გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა.