loader

ქართული წარმოშობის რეჟისორი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული წარმოშობის რეჟისორი კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

კანში 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ოქროს პალმის რტო თურქ რეჟისორს, ნური ბილგე ჯეილაინს გადაეცა ფილმისთვის "ზამთრის ძილი". კინოსურათი ხანდაზმულ მსახიობზე მოგვითხრობს. რეჟისორმა აღიარა, რომ მის შთაგონებაზე გავლენა რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის პიესებმა იქონია. "ზამთრის ძილი" კინოფესტივალის ყველაზე გრძელმეტრაჟიანი ნამუშევარიც აღმოჩნდა - მისი ხანგრძლივობა 3 საათი და 16 წუთია.

ფესტივალის გრანპრი იტალიელი რეჟისორის, ალიჩე რორვახერის ფილმს, "სასწაულებს" ერგო. ფესტივალზე წარმოდგენილ ორად ორ ქალ რეჟისორს შორის ალიჩე ერთ-ერთი გახლდათ.

რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი "ლევიაფანი" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს, ფესტივალის საუკეთესო რეჟისორი კი ამერიკელი ბენეტ მილერი გახდა ფილმით "მელიებზე მონადირე".

საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ ჯულიანა მური (ფილმში "ვარსკვლავური რუკა") და ტიმოტი სპოლი (ფილმში "მისტერ ტერნერი").

არასაკონკურსო პროგრამით წარმოდგენილ ფილმებს შორის საუკეთესოდ ფრანგი რეჟისორის, მარი ამაშუკელის ფილმი Party girl აღიარეს და "ოქროს კინოკამერით" დააჯილდოვეს.

34 წლის რეჟისორი და სცენარისტი მარი ამაშუკელი პარიზში ქართველი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში დაიბადა. წელს ის ფესტივალის დებიუტანტი გახლდათ.

Director of Georgian origins Marie Amachoukeli wins “Golden Camera” in Cannes Film Festival - Watch the video on georgianews.ge

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე