loader

"ის წვერებიანი გოგონა ძალიან მომეწონა" - ბუბა კიკაბიძე "ევროვიზიასა" და კონჩიტა ვურსტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის წვერებიანი გოგონა ძალიან მომეწონა" - ბუბა კიკაბიძე "ევროვიზიასა" და კონჩიტა ვურსტზე

ვახტანგ კიკაბიძე გასტროლებით ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც მან ორი კონცერტი გამართა. პრესკონფერენციაზე ქართველ მომღერალს ცოტა ხნის წინ ჩატარებულ "ევროვიზიაზე" დაუსვეს კითხვა. კიკაბიძემ ფესტივალის გამარჯვებულ კონჩიტა ვურსტზე ხუმრობით აღნიშნა, რომ "წვერებიანი გოგონა" ძალიან მოეწონა.

"იცით, რაშია საქმე? ქართველებმა იქ ძალიან საინტერესო მუსიკა წარმოადგინეს. ამის შემდეგ მე ერთ-ერთი ჟურნალიდან დამირეკეს და მკითხეს, როგორ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა იქ მათი გაშვება, რაზეც მე ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, არა, ვინაიდან ნებისმიერი კონკურსი, რომელიც მიმდინარეობს ზარებით, კომერციულია. ახლა ევროპა ძალიან დიდ დემოკრატიას თამაშობს და როდესაც გამოვიდა ეს მამაკაცი კაბაში, მე უკვე ვიცოდი, რომ მას გაამარჯვებინებდნენ. ასეც მოხდა", - უპასუხა ჟურნალისტებს კიკაბიძემ.

წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" საიტზე: "რაც არ უნდა ვქნათ ევროვიზიაზე, პირველ ადგილს მაინც კაბიან ბიჭს მისცემენ"