loader

მაილი საირუსმა კონცერტის დროს სელენა გომესის სახიანი თოჯინა მოისროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაილი საირუსმა კონცერტის დროს სელენა გომესის სახიანი თოჯინა მოისროლა

სკანდალებით ცნობილმა მომღერალმა მაილი საირუსმა, საკუთარი საგასტროლო ტურ Bangerz tour-ის ფარგლებში, მილანში კონცერტი გამართა, რომლის დროსაც მომღერალ სელენა გომესის მიმართ სიძულვილი გამოხატა.

21 წლის საირუსი სცენაზე მუყაოს თოჯინით გამოვიდა, რომელსაც სელენა გომესის სახე ჰქონდა. საირუსი გომესის გამოსახულებას სიმღერა FU-ს შესრულებისას აფრიალებდა.

"მე შენთვის ორი ასო-ბგერა მაქვს! ერთი მათგანი "ფ", ხოლო მეორე "უ"! სწორედ ამას გამოგიგზავნი შენ", - ჟღერდა შეურაცხმყოფელი სიტყვები კომპოზიციაში.

ნომრის დასრულებისას მომღერალმა თოჯინა მსმენელებს ესროლა.