loader

Christie's აუქციონზე ლეგენდარული ადამიანების პირად ნივთებს გამოიტანენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Christie's აუქციონზე ლეგენდარული ადამიანების პირად ნივთებს გამოიტანენ

კოსტიუმებს, ინსტრუმენტებს, კინემატოგრაფიულ ინვენტარს, ხელნაწერებს და ვარსკვლავების სხვა ძვირფას ნივთებს მალე ლონდონში გასაყიდად გამოიტანენ. აუქციონის სახლი Christie's გაყიდის ნივთებს, რომლებიც ოდესღაც ისეთ ვარსკვლავებს ეკუთვნოდათ, როგორებიც ჯონ ლენონი, მადონა, ჯულია რობერტსი და გრეის კელი არიან.

ჯერჯერობით კი ძვირფასი ნივთების ნახვა გამოფენაზეა შესაძლებელი, რომელსაც "პოპ-კულტურა - მარადიული მემკვიდრეობა" ჰქვია.

ლოტების ღირებულება 14-დან 225 000 დოლარამდე შეფასდება. მთავარი ექსპონატი - ჯონ ლენონის ხელნაწერია. მასში ყველაზე დიდი თანხის მიღებას ვარაუდობენ.