loader

"სიმინდის კუნძული" - ახალი ქართული ფილმი, რომელსაც მსოფლიო აღიარება ელოდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმინდის კუნძული" - ახალი ქართული ფილმი, რომელსაც მსოფლიო აღიარება ელოდება

9 ივლისს, კარლოვი ვარიში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება. რიგით 49-ე კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს შვიდი მსოფლიო და ხუთი საერთაშორისო პრემიერა შედგება. სწორედ მათ შორის მოხვდა ოვაშვილის "სიმინდის კუნძული". ფსიქოლოგიური დრამა აფხაზი ბაბუისა და შვილიშვილის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმისთვის მდინარე ენგურზე ხელოვნური კუნძული საგანგებოდ შექმნეს.

ბაბუის როლს თურქი მსახიობი ილია სალმანი ასრულებს, შვილიშვილი კი 14 წლის მარიამი, არაპროფესიონალი მსახიობია და იგი რეჟისორმა სოციალურ ქსელში აღმოაჩინა.

ოვაშვილის გახმაურებული ფილმი "გაღმა ნაპირი" არაერთი პრესტიჟული ჯილდოსა და კინოპრემიის ლაურეატი გახდა. კრიტიკოსები "სიმინდის კუნძულსაც" მსოფლიო აღიარებას უწინასწარმეტყველებენ.

“Corn Island” - Georgian movie to premiere in Czech Republic - Watch the video on georgianews.ge