loader

სკანდალური ბესტსელერის ეკრანიზაცია: Fifty Shades Of Grey-ს პირველი თრეილერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ბესტსელერის ეკრანიზაცია: Fifty Shades Of Grey-ს პირველი თრეილერი

ინტერნეტში სულ ცოტა ხნის წინ Fifty Shades Of Grey-ს პირველი თრეილერი გამოჩნდა, რომლის საუნდტრეკი ბიონსეს ჰიტის, Crazy In Love-ის ექსკლუზიური ვერსიაა, თავად მომღერლის შესრულებით. ფილმი ბრიტანელი მწერალი ქალის, ი ელ ჯეიმსის ამავე სახელწოდების სკანდალური ეროტიკული რომანის მიხედვით არის გადაღებული და მასში მთავარ როლებს ჯეიმი დორნანი, დაკოტა ჯონსონი (მელანი გრიფიტის ქალიშვილი), მარშა გეი ჰარდენი, ჯენიფერ ელი, მაქს მარტინი და სხვები ასრულებენ.

ყველაფერი იცვლება სტუდენტ ანასტასია სტილისთვის, როდესაც ის მომხიბვლელ მილიარდერ კრისტიან გრეის გაიცნობს. ერთი შეხედვით, კრისტიანი ყველასათვის სასურველი სასიძოა, მაგრამ ის ბევრ საიდუმლოს მალავს...

ი ელ ჯეიმსის ტრილოგია გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა და მსოფლიო მასშტაბით, მისი 110 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 2012 წელს გამოცემა Time-მა მწერალი "მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის" სიაში დაასახელა.