loader

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვას თავზე დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვას თავზე დაეცა

27 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღის" დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც სპეციალურ სტუმრად რიკი მარტინი იყო მიწვეული. სცენაზე რუსული ესტრადის მომღერლებიც გამოვიდნენ. სტას კოსტიუშკინის გამოსვლის დროს პატარა ინციდენტი მოხდა. სტასი დარბაზში ხალხთან ჩავიდა, ის სიმღერას Женщина, я не танцую ("ქალბატონო, მე არ ვცეკვავ") ასრულებდა, რა დროსაც პრიმადონას თვალწინ ცეკვა გადაწყვიტა. მაგიდაზე ამძვრალმა მომღერალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ალა პუგაჩოვას ზედ დაეცა. გამოსვლის შემდეგ სტასმა დაიჩოქა და ბოდიში მოიხადა: "დიდი ბოდიში. ძალიან მინდოდა თქვენთან ცეკვა, მაგრამ მაგიდამ მიმტყუნა".