loader

კიმ კარდაშიანი დელფინებთან ცურვისთვის გააკრიტიკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ კარდაშიანი დელფინებთან ცურვისთვის გააკრიტიკეს

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ გააკრიტიკა კიმ კარდაშიანი, რომელმაც მექსიკაში დასვენების დროს დელფინებთან იცურავა.

კარდაშიანმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია თუ როგორ ცურავს დელფინთან, მის ფარფლებს ჩაჭიდებული.

PETA-ს წარმომადგენლები ვარსკვლავის საქციელით აღშფოთდნენ და განაცხადეს, რომ კარდაშიანი ცხოველების ამგვარ ექსპლუატაციას მხარს უჭერს. მათი ინფორმაციით, დელფინები სტრესის და ადამიანებთან ახლო კონტაქტის დროს დაავადების რისკის ქვეშ არიან.