loader

ჯეკი ჩანის ვაჟმა მარიხუანას შენახვისთვის შესაძლოა, ციხეში 6 თვე გაატაროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯეკი ჩანის ვაჟმა მარიხუანას შენახვისთვის შესაძლოა, ციხეში 6 თვე გაატაროს

მსახიობ ჯეკი ჩანის ვაჟს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას მარიხუანა უპოვეს. 32 წლის მსახიობი და მუსიკოსი ჯეისი ჩანი პეკინში მეგობართან, ტაივანელ კინოვარსკვლავ კაემ კოსთან ერთად დააკავეს. სისხლის ანალიზმა ორივეს ორგანიზმში მარიხუანას კვალი უჩვენა, ჩანის ბინის ჩხრეკისას კი 100 გრამი კანაფი იპოვეს. თავად ჯეისი ჩანმა აღიარა, რომ მარიხუანას მოხმარება ჯერ კიდევ რვა წლის წინ დაიწყო.