loader

დონატელა ვერსაჩეს წყალი ყველაზე გლამურულად გადაასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონატელა ვერსაჩეს წყალი ყველაზე გლამურულად გადაასხეს

წელზემოთ შიშველი, მომხიბვლელი მამაკაცები "ვერსაჩეს" ტანსაცმლით და აქსესუარებით და წყლის დასხმა ყველაზე გლამურულად - ასეთია დონატელა ვერსაჩეს პასუხი გამოწვევაზე. იტალიელი დიზაინერი საქველმოქმედო აქცია ALS Ice Bucket Challenge-ს შეუერთდა და საქმის ბოლომდე მისაყვანად სიმპათიური მამაკაცი მოდელები დაიხმარა.

"მე ჩემი მაკიაჟის გასაფუჭებლად არ ვაკეთებ ამას. გთხოვთ, გადარიცხეთ თანხა ALS ფონდში" - აღნიშნა მიმართვისას დიზაინერმა და გამოწვევა მომღერლებს - პრინცსა და ფარელ უილიამსს, ასევე, ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს გაუგზავნა.

ასევე იხილეთ:

ანასტასია ვოლოჩკოვამ წყალი განსხვავებულ პოზაში გადაისხა

კონჩიტა ვურსტმა წყლის გადასხმისთვის თავი ვერ გაიმეტა და ფული ორჯერ გადარიცხა