loader

ჯასტინ ბიბერმა სცენაზე სტრიპტიზი მოაწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერმა სცენაზე სტრიპტიზი მოაწყო

20 წლის კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ნიუ-იორკში გამართულ Fashion Rocks-ის ჩვენებაზე სტრიპტიზი მოაწყო. ბიბერი მოდელ ლარა სტოუნთან ერთად სცენაზე ავიდა. 30 წლის გრძელფეხება ლამაზმანმა, რომელიც წლების განმავლობაში ბრენდ Calvin Klein-ის სახეა, თინეიჯერების კუმირს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "იცი, თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, როცა Calvin Klein არ მაცვია".

პასუხად ჯასტინმა ტანსაცმლის გახდა დაიწყო: კოსტიუმი მან გულშემატკივრებს ესროლა, შავი ვიწრო ჯინსის შარვლის გახდა კი გაჭირვებით მოახერხა. სცენაზე ტრუსების ამარა დარჩენილმა ბიბერმა, რომლის ალისფერ რეზინს წარწერა Calvin Klein ამშვენებდა, მოდელს უპასუხა: "ასე უკეთესია?"