loader

კონსტანტინ მელაძის შოუს მონაწილე ბიჭმა თავისი საქციელით მთელი დარბაზი აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონსტანტინ მელაძის შოუს მონაწილე ბიჭმა თავისი საქციელით მთელი დარბაზი აატირა

რუსეთში ახალი გასართობი პროექტი Хочу к Меладзе ("მინდა მელაძესთან") დაიწყო, რომლის მიზანი ახალი ბოი-ბენდის შექმნაა. შოუს წესები შემდეგში მდგომარეობს: მონაწილეები ექვსი ადამიანისგან შემდგარი ჟიურის წინაშე უნდა წარსდგნენ. ჟიურის წევრები არიან ცნობილი რუსი შემსრულებები: ანა სედაკოვა, ევა პოლნა, პოლინა გაგარინა, სერგეი ლაზარევი, ვლადიმერ პრესნიაკო და ტიმატი. გოგონებს ყურსასმენები უკეთიათ და მონაწილის ვიზუალურ მხარეს ხედავენ, მისი სიმღერა კი არ ესმით. რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი კონკურსანტს ვერ ხედავენ, თუმცა ხმა ესმით. თუ მონაწილე სამი ან მეტი წევრის დადებით შეფასებას დაიმსახურებს, შემდეგ უკვე კონსტანტინ მელაძე წყვეტს გადაიყვანს თუ არა მას მორიგ ტურში.

საკმაოდ ემოციური გამოდგა 23 წლის სტას ვისოჩინის გამოსვლა. გოგონებს ახალგაზრდა მომღერალი თავიდანვე მოეწონათ და სამივემ დაუჭირა მხარი, ხოლო ჟიურის მამაკაცმა წევრებმა თავი შეიკავეს. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე კონსტანტინ მელაძეს უნდა მიეღო...

ასევე იხილეთ:

რატომ აუარეს გვერდი მამაკაცებმა სექსუალურ ვერა ბრეჟნევას და კონსტანტინ მელაძეს მივარდნენ?

კონსტანტინ მელაძე ბიჭებს ეძებს - პროდიუსერის ახალი პროექტი