loader

კანიე უესტმა ეტლით მოსარგებლეებს მოუწოდა, ამდგარიყვნენ და ეცეკვათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანიე უესტმა ეტლით მოსარგებლეებს მოუწოდა, ამდგარიყვნენ და ეცეკვათ

სიდნეიში, კანიე უესტის კონცერტზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. 37 წლის მომღერალმა სიმღერა Good Life-ის შესრულების დროს ფანებს მიმართა, რომ არ გააგრძელებდა სიმღერას იქამდე, სანამ ყველა ფეხზე არ ადგებოდა. ამ მოწოდებით რეპ-შემსრულებელმა ორ ახალგაზრდას მიმართა, რომლებიც ეტლში ისხდნენ. დარბაზში მყოფებმა ვარსკვლავს მხარი აუბეს, მოუწოდეს ახალგაზრდებს, ამდგარიყვნენ და ეცეკვათ, რათა შოუ გაგრძელებულიყო. როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჟესტებით მიანიშნა პროტეზზე, კანიემ უხერხულად იგრძნო თავი და თქვა: "კარგი, ყველაფერი რიგზეა".

თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. როცა უესტმა დაინახა, რომ მეორე ახალგაზრდა, მიუხედავად თხოვნისა, ჯერ კიდევ იჯდა, მას მიმართა: "ამდენი ხანი არასდროს დამჭირვებია ლოდინი, რომ კონცერტი გამეგრძელებინა". ამის შემდეგ რეპერმა დაცვის წევრი გაგზავნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბიჭს მართლაც არ შეეძლო გადაადგილება. როდესაც პირადმა მცველმა დაადასტურა, კანიემ კონცერტი განაგრძო.