loader

სელინ დიონმა სცენაზე პატარა მომღერალი მიიწვია... მსმენელი აღფრთოვანებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სელინ დიონმა სცენაზე პატარა მომღერალი მიიწვია... მსმენელი აღფრთოვანებულია

სელინ დიონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უძლიერეს ვოკალისტად ითვლება და ცოტა თუ შეძლებს, მას კონკურენცია გაუწიოს. კანადელი შემსრულებელი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომღერალია, რომლის ალბომებიც რეკორდული, 220-მილიონიანი ტირაჟით იყიდება.

...პატარა ჩერისი, ბევრი თანატოლის მსგავსად, ყოველთვის ოცნებობდა სელინ დიონთან ერთად სიმღერაზე და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც მისი ოცნება ასრულდებოდა. როცა გოგონა თავისი შესრულების წყალობით youtube-ის სენსაცია გახდა, სელინ დიონმაც შეიტყო მის შესახებ და ჩერისი თავის კონცერტზე მიიწვია. მათ დუეტში შეასრულეს სიმღერა Because you loved me. ამ საოცარი დუეტის ვიდეოს, რომელიც 2010 წელსაა ჩაწერილი, ახლა თქვენც იხილავთ. ახლა ჩერისი 22 წლისაა, მისი სასიმღერო კარიერა წინ მიიწევს. გოგონამ თინეიჯერების საყვარელ სერიალ Glee-შიც მიიღო მონაწილეობა.