loader

უკრაინელი ჟურნალისტი კიმ კარდაშიანს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი ჟურნალისტი კიმ კარდაშიანს თავს დაესხა

უკრაინელი ჟურნალისტი ვიტალი სედიუკი კიმ კარდაშიანს თავს დაესხა. ინციდენტი 25 სექტემბერს, პარიზში, მოდის კვირეულზე მოხდა. კარდაშიანი მანქანიდან გადმოდიოდა, როდესაც სედიუკი მას მივარდა და მის ძირს დაგდებას ცდილობდა. ჟურნალისტი კარდაშიანის დაცვის წევრებმა შეაჩერეს და ვარსკვლავი დროზე გაიყვანეს.

ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვიტალი სედიუკმა "თავი გამოიჩინა". 2014 წელს, კანის ფესტივალზე ის მსახიობ ამერიკა ფერერას კაბის ქვეშ შეუძვრა. ამის შემდეგ კი Maleficent-ის პრემიერაზე ბრედ პიტს დაესხა თავს.

ინციდენტის ამსახველ კადრებს TMZ ავრცელებს.

ასევე იხილეთ:

ბრედ პიტს უკრაინელმა ჟურნალისტმა სახეში ჩაარტყა

ინციდენტი კანის წითელ ხალიჩაზე: ჟურნალისტი ჰოლივუდის მსახიობს კაბის ქვეშ შეუძვრა