loader

კონსტანტინ მელაძის გულახდილი საუბარი აუტიზმით დაავადებულ შვილსა და ყოფილ მეუღლეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონსტანტინ მელაძის გულახდილი საუბარი აუტიზმით დაავადებულ შვილსა და ყოფილ მეუღლეზე

კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე იულია მენშოვას გადაცემას Наедине со всеми-ს სტუმრობდა სადაც მან ძმაზე, ვალერი მელაძეზე, ჯგუფ "ვია-გრას" ყოფილ და ახალ წევრებზე, ყოფილ მეუღლესა და აუტიზმით დაავადებულ შვილზე ისაუბრა.

უფროსი მელაძე პირველ მეუღლეზე იანა მელაძეზე 19 წელი იყო დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად 2013 წელს დაშორდა. მათ ერთად სამი შვილი ჰყავთ: 15 წლის ალისა, 10 წლის ლია და 9 წლის ვალერი (კონსტანტინის ორ შვილს მისი და-ძმის, ლიანასა და ვალერის სახელები ჰქვიათ). ნაბოლარა ბიჭი აუტიზმითაა დაავადებული. მასზე კონსტანტინი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს. "ის სავსებით ჩვეულებრივი ბავშვია ფიზიკურად და შინაგანად. სამი წლის იყო, როცა ეს დაავადება დავუდგინეთ. ის ულამაზესია, საოცარი ბავშვია, უბრალოდ თავის განსხვავებულ გარემოში ცხოვრობს".

51 წლის კომპოზიტორი ამჟამად მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობს. კიევის ცენტრში მდებარე სახლში წყვილი ერთად ერთი წლის წინ დაბინავდა. მელაძის და უკრაინელი სექსსიმბოლოს რომანზე პირველად დაახლოებით რვა წლის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ცოლიანი კონსტანტინი და გათხოვილი ვერა, ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევასთან ერთად იურმალას სანაპიროზე შეამჩნიეს.

ასევე იხილეთ:

"ვიაგრას" გოგონებმა კონსტანტინ მელაძის გამო ქართველი ბიტბოქსერი "მოკლეს"

კონსტანტინ მელაძის შოუს მონაწილე ბიჭმა თავისი საქციელით მთელი დარბაზი აატირა

"შოუ, სადაც ქართველი არ მონაწილეობს, არასერიოზულია" - კონსტანტინ მელაძეს "ჯეოსტარის" მონაწილე მოეწონა