loader

რუსული Voice-ის ჟიურის წევრი ბრმა ქასთინგზე საკუთარ შვილს არ შემოუბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული Voice-ის ჟიურის წევრი ბრმა ქასთინგზე საკუთარ შვილს არ შემოუბრუნდა

რუსეთში Voice-ის შესარჩევი ტურები გრძელდება. ბრმა ქასთინგზე ჟიურის ერთ-ერთი წევრის ალექსანდრ გრადსკის შვილი, 33 წლის დანილ გრადსკი გამოვიდა, რომელმაც ერიკ კლეპტონის ცნობილი სიმღერა Tears In Heaven შეასრულა.

დანილს პელაგეა და დიმა ბილანი შემოუბრუნდნენ. ისინი კონკურსანტის დანახვამ შოკში ჩააგდო. რაც შეეხება ალექსანდრს, მან საკუთარი შვილი ვერ იცნო და როგორც ჩანს, დიდად არც აღფრთოვანდა მისი ნამღერით, რადგან არ შემოუბრუნდა. დანილმა მადლობა გადაუხადა პელაგეას და ბილანს, თუმცა შოუში დარჩენაზე უარი განაცხადა. "მე არ მაქვს უფლება კონკურსში მონაწილეობა მივიღო. არ იქნება სამართლიანი. არ მინდა ჩემზე ნიჭიერ შემსრულებლებს წავართვა შანსი", - განუცხადა მაყურებლებს და მწვრთნელებს დანილ გრადსკიმ.