loader

ვინ არის 28 წლის გელა მესხი, რომელთანაც 36 წლის ცნობილმა რუსმა მსახიობმა რომანი გააბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 28 წლის გელა მესხი, რომელთანაც 36 წლის ცნობილმა რუსმა მსახიობმა რომანი გააბა

36 წლის ცნობილმა რუსმა მსახიობმა ეკატერინა კლიმოვამ ახალი სიყვარული იპოვა. რუსული სერიალების ვარსკვლავმა ქალური ბედნიერება 28 წლის გელა მესხის მკლავებში იპოვა, რომელთან ერთადაც სერიალ Волчье сердце-ში ითამაშა. წყვილის რომანტიკული ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

ივლისში ეკატერინა 37 წლის მსახიობს, იგორ პეტრენკოს დაშორდა, რომელთან ქორწინებაშიც 10 წელი იმყოფებოდა. კლიმოვას და პეტრენკოს წყვილის დაშლის მიზეზი 29 წლის მომღერალი რომან არხიპოვი იყო, რომელთანაც ეკატერინამ რომანი გააბა. ამ ფაქტის შემდეგ პეტრენკომ ცოლს აპატია და შეურიგდა, თუმცა, მათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ეკატერინას სამი შვილი ყავს: ერთი პირველი ქმრისგან, ხოლო ორი მეორესგან.

რაც შეეხება გელა მესხს, ის 1986 წლის 13 მაისს მოსკოვში დაიბადა. დედა რუსი ჰყავს, ხოლო მამას ქართული და ესპანური ფესვები აქვს. მშობლებს თავიდან უნდოდათ ვაჟისთვის როკი ჯუნიორი დაერქმიათ. გელას კარიერა 2009 წლიდან დაიწყო - მან მინისერიალში ჰამლეტის როლი შეასრულა. 2013 წელს კი ახალგაზრდა მსახიობმა იოსებ სტალინის შვილის, ვასილი სტალინის როლი შეასრულა მრავალსერიალ ფილმში Сын отца народов. ამჟამად კი გელას და ეკატერინას ნახვა სერიალ Волчье солнце-ში იქნება შესაძლებელი, რომლის პრემიერა მალე შედგება.