loader

დევიდ ბექჰემი შოტლანდიის ულამაზესი პეიზაჟებისა და თვალისმომჭრელი ფუფუნების ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევიდ ბექჰემი შოტლანდიის ულამაზესი პეიზაჟებისა და თვალისმომჭრელი ფუფუნების ფონზე

ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი თავის მიერ გამოშვებული სპირტიანი სასმელების პოპულარიზაციით სერიოზულად დაკავდა. რეკლამას კი მისი ვისკისთვის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი იღებს.

ვიდეორგოლი მარტივი და ამომწურავი სათაურით - "Welcome" ელეგანტური და ლაკონიური გამოვიდა. რეკლამის მთავარი აზრი არის ის, რომ "ვისკი აერთიანებს" - ახალი ვიდეორგოლი მაყურებელს შოტლანდიის თვალისმომჭრელ პეიზაჟებს და ფუფუნების თვალშისაცემ გარემოს უჩვენებს.

ბექჰემი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე სახლში მიდის - ვიღაც პირადი თვითმფრინავით, ხოლო თავად დევიდი - მოტოციკლით. თბილ მეგობრულ ატმოსფეროს Haig Club-ს ახალი ლურჯი ბოთლი ამყარებს, რომელსაც ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი დევიდი ჭიქებში ასხამს და საერთო ფოტოს იღებს.