loader

იულია ქავთარაძე ნიკა გრიგოლიასთან დაწყვილდა - რა დაუწუნა სექსსიმბოლომ შოუმენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იულია ქავთარაძე ნიკა გრიგოლიასთან დაწყვილდა - რა დაუწუნა სექსსიმბოლომ შოუმენს

ნიკა გრიგოლია და იულია ქავთარაძე, რომლებიც "რუსთავი 2"-ს მეგაშოუ "ბრავოსთვის" დაწყვილდნენ და დღეს, 24 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ია სუხიტაშვილის და მიშა მესხის წყვილს დაუპირისპირდებიან. ნიკა გრიგოლია და იულია ქავთარაძე მეგი გოგიტიძეს გაუწევენ ლობისტობას; რაც შეეხება მათ საპირისპირო წყვილს, ისინი დები ხანჩალიანების მხარდაჭერისთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გრიგოლია დღეს პირველად შეხვდა თავის მეწყვილეს და ისინი პირველად წარდგებიან მაყურებლის წინაშე. რაც შეეხება მათ გაცნობას, შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა, სადაც ნიკა გრიგოლია უკრაინიდან ჩამოსულ ლამაზმანს სამბორბლიანი მოტოციკლით დახვდა. მართალია, იულიამ თავიდან დაუწუნა მეწყვილეს სატრანსპორტო საშუალება, თუმცა საბოლოოდ შოუმენმა ის მოტოციკლით მგზავრობაზე დაიყოლია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე