loader

აფხაზური წარმოშობის სამი სექსსიმბოლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზური წარმოშობის სამი სექსსიმბოლო

აფხაზური წარმოშობის ლამაზმანები საერთაშორისო სამოდელო ბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ. ზოგიერთ მათგანს ცნობილი გამოცემების პრიალა ყდაზე, ზოგს კი მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების შოუებზე იხილავთ.

სტელა ტრაპში მამით აფხაზი და დედით რუსია. გოგონა სოხუმში გაიზარდა, თუმცა ამ დროისთვის მოსკოვში მოღვაწეობს. 2010 წელს სტელამ "მის აფხაზეთის" ტიტული მოიპოვა.

ნანა არახამია გაგრაში დაიბადა, მაგრამ სამი თვის ასაკში იქაურობის დატოვება მოუხდა და ოჯახი ლტოლვილად იქცა. დღეს ნანა არახამიას, იგივე "იასენიას", მოსკოვში კარგად იცნობენ. არაერთი კლიპი აქვს გადაღებული და მასზე, როგორც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავზე, სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

მსოფლიო დონის მოდელის, ტატიანა შამრატოვას პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი საქართველოში, აფხაზეთშია დაბადებული, სადაც ტატიანა რუს დედასთან და ქართველ მამასთან, ინესასა და რუსლანთან ერთად ცხოვრობდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე