loader

”ეს ცოტა საშიშია” - ნოდიკო ტატიშვილის ხმალაობა ”ხევსურულში” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ეს ცოტა საშიშია” - ნოდიკო ტატიშვილის ხმალაობა ”ხევსურულში”

ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მორიგი ტური გაიმართა. ამჯერად წყვილებს ქართული ცეკვა უნდა შეესრულებინათ. ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაში: თურქი მსახიობის, მურად ილდირიმის ნაცვლად კონკურსანტებს ნინო სუხიშვილი აფასებდა. ჯულიანა ბარგნარისა და ნოდიკო ტატიშვილის წყვილმა ცეკვა ”ხევსურული” შეასრულა. წყვილის შესრულებამ ჟიურის დადებითი შეფასება (9,9,9) დიმსახურა და 27 ქულა მოაგროვა. ცეკვაში ”მონაწილეობდნენ” კავკასიური ნაგაზის ჯიშის საოცარი ლეკვებიც, რომლებმაც არა მარტო ჟიურის, არამედ დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვიეს. წამყვანებმა პატარა ცხოველები ჟიურის წევრებს მიუყვანეს.