loader

ანჯელინა ჯოლი ჟურნალისტის კითხვამ აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლი ჟურნალისტის კითხვამ აატირა

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ავსტრალიაში იმყოფებიან, სადაც ჯოლის ფილმის, Unbroken-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. ფილმს სიუჟეტად დაედო ამერიკელი მორბენალის, ლუი ზამპერინის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ტყვედ ჩაიგდეს. სიმამაცის წყალობით, სპორტსმენი გადარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.

წითელ ხალიჩაზე ანჯელინას ჟურნალისტმა ლუი ზამპერინის ციტატა გაუმეორა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავზე ამბობდა: "ანჯელინა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მან იცის, რა უნდა და იცის, რასაც აკეთებს. 100 პროცენტით ვენდობი მას. დარწმუნებული ვარ, Unbroken-ი ძალიან კარგი ფილმი იქნება". ამ ციტატის გაგონებისთანავე ჯოლიმ ცრემლები ვერ შეიკავა და ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

ლუი ზამპერინი ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო - ის 2014 წლის 2 ივლისს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.