loader

მაიკლ ჯექსონის ჰიტის ჯაზ-შესრულება ქართველი პიანისტისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაიკლ ჯექსონის ჰიტის ჯაზ-შესრულება ქართველი პიანისტისგან

აშშ-ში მოღვაწე ქართველ ჯაზ-პიანისტს, გიორგი მიქაძეს სამშობლოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა მუსიკოსმა ქვეყნის გარეთ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც 3 000 აპლიკანტს შორის მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა და ნიუ-იორკის Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ბერკლის მუსიკალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, გიორგი "ჯაზის სამშობლოს" უძლიერეს კონკურენტულ გარემოში მეორედ გახდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელი - სტიპენდიანტი, რაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის გამონაკლისია.

2013 წლის 25 თებერვალს უნივერსიტეტის სიახლეების გვერდზე პიანისტი დაასახელეს ბერკლის ერთ-ერთ წარმატებულ და სტუდენტად. 2013 წლის 27 აპრილს გიორგიმ გაიმარჯვა კონკურსში და მიიღო პრიზი როგორც ბერკლის "საუკეთესო ჯაზ-შემსრულებელმა" (Jazz Performance Award).

Georgian jazz pianist performs Michael Jackson hit - Watch the video on georgianjournal.ge