loader

პოპ-სამყაროს ახალი სენსაცია: ცალფეხა გოგონას კლიპებს მილიონობით მნახველი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოპ-სამყაროს ახალი სენსაცია: ცალფეხა გოგონას კლიპებს მილიონობით მნახველი ჰყავს

მომღერალი ვიქტორია მოდესტა ლატვიაში 1988 წელს დაიბადა. 11 წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ვიქტორია მუსიკითა და სამოდელი ბიზნესით დაკავდა. გოგონას მარცხენა ფეხი დაბადებისას დაუზიანდა. 20 წლის ასაკში, მდგომარეობის გაუარესების გამო ვიქტორიას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. მას შემდეგ იგი პროთეზს ხმარობს, თუმცა  შეზღუდულ შესაძლებლობას მისთვის ხელი არ შეუშლია, პოპულარული გამხდარიყო.

მოდესტას კლიპებს უკვე მილიონობით მნახველი ჰყავს, მასზე წერენ ცნობილი გამოცემები. მუსიკის კრიტიკოსები ვიქტორიას ლედი გაგას ადარებენ, თუმცა თანხმდებიან, რომ მისი იმიჯი და შესრულება ახალი სიტყვაა პოპ-სამყაროში.