loader

Sony Pictures-მა კიმ ჩენ ინის "სიკვდილით" მილიონები იშოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Sony Pictures-მა კიმ ჩენ ინის "სიკვდილით" მილიონები იშოვა

კინოსტუდია Sony Pictures-ს კომედიურმა ბოევიკმა "ინტერვიუმ" ინტერნეტში გამოსვლის პირველსავე კვირას 35 მლნ დოლარზე მეტი მოუტანა. ფილმი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინზე გამოგონილი თავდასხმის მცდელობაზე გვიამბობს.

ფილმმა ონლაინ-ნახვების დროს 31 მილიონი დოლარი შეაგროვა, კინოთეატრებში კი უკვე - 5 მლნ. სურათმა ფხენიანის აღშფოთება გამოიწვია, Sony Pictures-ის კომპიუტერებზე კი ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რომლებიც კინოთეატრების აფეთქებითაც კი იმუქრებოდნენ.