loader

2015 წლის "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2015 წლის "ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები

რამდენიმე საათის წინ ბევერლი ჰილსში დასრულდა 72-ე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოება. "ოსკარების რეპეტიციამ", როგორც უწოდებენ ხოლმე ბულვარულ პრესაში ამ ცერემონიას, გამარჯვებულები გამოავლინა.

საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში ლაურეატი გახდა რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი "ყრმობა"; აგრეთვე, რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო ჯილდო. საუკეთესო ფილმი კომედიურ ან მიუზიკლის ჟანრში გახდა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს Birdman-ი, საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დრამატულ როლში ედი რედმეინი დასახელდა, რომელიც სტივენ ჰოკინგის როლს ასრულებს ფილმში "ყველაფრის თეორია". საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ ფილმში გახდა ჯულიანა მური ფილმისთვის "ისევ ელისი". საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის წარდგენილი ქართული "მანდარინები" ჯილდოს გარეშე დარჩა, ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა რუსული "ლევიათანი".

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე