loader

ბერა ივანიშვილი ახალ კლიპში ჯასტინ ბიბერის მეგობარ გოგოს ეხვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერა ივანიშვილი ახალ კლიპში ჯასტინ ბიბერის მეგობარ გოგოს ეხვევა

რეპერმა ბერა ივანიშვილმა 2015 წლის პირველი კლიპი გამოუშვა. რეპერმა კლიპი youtube-ის საკუთარ არხზე 16 იანვარს განათავსა. Don't Go - ასე ქვია ახალ სიმღერას და მასზე გადაღებულ შავ-თეთრ ვიდეოში ქართველი რეპერი საკმაოდ თამამ სცენებში ჩნდება.

ბერას კლიპში პარტნიორობას ნიუ-იორკელი მოდელი შანტელ ჯეფრისი უწევს. 21 წლის შანტელი ამერიკულ შოუ-ბიზნესში ძალიან პოპულარული სახეა: ის ცნობილ მომღერლებთან მეგობრობს, მათ შორის თინეიჯერების კუმირ ჯასტინ ბიბერთან, რომელთან ერთად ხშირად ჩნდება ელიტურ წვეულებებზე. მოარული ხმების თანახმად, ბიბერის სელენა გომეზთან დაშორების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ შანტელი გახდა.