loader

"ოსკარზე" ნომინირებულ ფილმს დასცინეს, რადგან მასში ბავშვის როლს თოჯინა "ასრულებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოსკარზე" ნომინირებულ ფილმს დასცინეს, რადგან მასში ბავშვის როლს თოჯინა "ასრულებს"

ინტერნეტ-მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ კლინტ ისტვუდის ახალ ფილმში - "ამერიკელ სნაიპერში" ჩვილის როლი პლასტმასის თოჯინამ "ითამაშა". სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ერთ მომენტში, სურათში მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერი თითებით "ჩვილის" ხელის მოძრაობის იმიტირებასაც კი აკეთებს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ამ როლის შესრულებისთვის მსახიობი "ოსკარზე" წარადგინეს, არის ის, რომ დრამატული სცენა სერიოზული სახით ითამაშა, მაშინ, როცა ხელში უსულო თოჯინას არწევდა.

საზოგადოებას აინტერესებს, რატომ გამოიყენეს 58-მილიონდოლარიანი ბიუჯეტის მქონე ფილმში თოჯინა.  "ამერიკელი სნაიპერის" სცენარისტმა ჯეისონ ჰოლმა "ტვიტერში" სიტუაცია განმარტა. მან დაწერა, რომ ნამდვილი ბავშვი ავად გახდა, დუბლიორი კი არ იყო, რის შემდეგაც თოჯინის გამოყენება გადაწყდა. მოგვიანებით, სცენარისტმა სოციალური ქსელიდან კომენტარი წაშალა.

"ამერიკელი სნაიპერი" "ოსკარის" ექვს ნომინაციაზეა ნომინირებული, მათ შორის, "მამაკაცის საუკეთესო როლსა" და "საუკეთესო ფილმზე".