loader

ქართველი მოდელი პარიზში გამართულ Dior-ის ჩვენებაზე ნატალი პორტმანმა შეაფასა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოდელი პარიზში გამართულ Dior-ის ჩვენებაზე ნატალი პორტმანმა შეაფასა

პარიზის მოდის კვირეულზე Dior-მა და Versace-მ გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის კოლექციები წარმოადგინეს. ორივე ჩვენებაში მონაწილეობა 16 წლის ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა მიიღო, რომელიც სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია.

Versace-ს ჩვენებას მსახიობები: კეიტ ჰადსონი, გოლდი ჰოუნი, მიშელ როდრიგესი და რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ესწრებოდნენ. Dior-ის კოლექციას მსახიობი ნატალი პორტმანიც აფასებდა, რომელიც მეუღლესთან ერთად მივიდა ჩვენებაზე. შეგახსენებთ, მსახიობი ცნობილი ბრენდის კოსმეტიკური ხაზის სახეა.

ასევე იხილეთ: 16 წლის ულამაზესი ქართველი მოდელი Versace-ს ჩვენებაზე პარიზში