loader

გამხდარი გოგონები გადამალეთ, "პუტკუნები" მოდიან! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამხდარი გოგონები გადამალეთ, "პუტკუნები" მოდიან!

დიდი ზომის საცურაო კოსტიუმების ბრენდის, SwimsuitsForAll-ის სარეკლამო ფოტო, რომელზეც პუტკუნა მოდელი ეშლი გრემია გამოსახული, Sports Illustrated-ის სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება.

ფოტოზე მოდელი, რომელიც 50 ზომის ტანსაცმელს იცვამს, შავ საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. "ვიცი, რომ ჩემი სხეული სექსუალურია და მინდა ყველა ასე ფიქრობდეს საკუთარზე. საკუთარი სიმრგვალეების დამალვის მიზეზი არ არსებობს, მათით უნდა იამაყო. მსოფლიო უკვე მზადაა, საცურაო კოსტიუმში გაცილებით მადისაღმძვრელი ფორმები იხილოს", - აღნიშნავს პუტკუნა მოდელი.

Sports Illustrated-ი ამერიკული ყოველკვირეული სპორტული ჟურნალია. 1964 წლიდან სპეციალური ყოველწლიური გამოცემა Sports Illustrated Swimsuit-ი გამოიცემა, რომელშიც ეგზოტიკური პეიზაჟების ფონზე საცურაოკოსტიუმიანი სუპერმოდელების ხილვაა შესაძლებელი. სხვადასხვა დროს მასში ცნობილი მოდელების - ჰაიდი კლუმის, სინდი კროუფორდის, ნაომი კემპბელის და ბარ რაფაელის ფოტოები დაიბეჭდა.