loader

ჯასტინ ბიბერს კვერცხებს ესვრიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერს კვერცხებს ესვრიან

კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი პოპულარულ კომედიურ შოუ Comedy Central-ს ესტუმრება, რომლის ეთერშიც მას კვერცხებს ესვრიან.

ტელეგადაცემის სპეციფიკას წარმოადგენს პოპულარული ადამიანების დაცინვის შესაძლებლობა. ერთი საათის განმავლობაში სტუმარი ხუმრობების ობიექტი ხდება. სწორედ ასეთი სახით აპირებს მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების წინაშე წარდგომას 20 წლის ბიბერი.

ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა პრომო ვიდეორგოლი, რომელშიც წელზემოთ შიშველ ბიბერს კვერცხებს ესვრიან. ბოლო კვერცხს სკანდალური შემსრულებელი ოპერატორის კამერის ობიექტივს ესვრის.