loader

როგორ ცდილობს ოსკაროსანი ჯულიანა მური მიხეილ სააკაშვილის გვარის გამოთქმას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობს ოსკაროსანი ჯულიანა მური მიხეილ სააკაშვილის გვარის გამოთქმას

2012 წელს რეჟისორ ჯეი როაჩის ბიოგრაფიული დრამა Game Change გამოვიდა, რომელშიც ალიასკის გუბერნატორის, სარა პეილინის როლს ჯულიანა მური ასრულებს. ფილმის სიუჟეტი ამერიკაში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ ვითარდება, რომელშიც კენჭს ჯონ მაკკეინი იყრიდა, პეილინი კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ფილმმა სამი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა. ერთ-ერთ სცენაში ჯულიანა მური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვარის გამოთქმას ცდილობს.

22 თებერვალს, "ოსკარის" ცერემონიაზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება სწორედ ჯულიანა მურს გადაეცა, ფილმ Still Alice-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.