loader

ნაომი კემპბელი ოპერატორს დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაომი კემპბელი ოპერატორს დაესხა თავს

ბრიტანელი მოდელი ნაომი კემპბელი კუბის დედაქალაქ ჰავანაში ამერიკული ტელეარხის, NBC News-ის ოპერატორს დაესხა თავს. ინციდენტი სასტუმრო Havana-სთან ახლოს მოხდა. კემპბელი მას შემდეგ გაცხარდა, რაც სასტუმროდან გამოსვლისას ვიდეოკამერის ობიექტივში მოხვდა. მოდელი ოპერატორისკენ გამოქანდა, ვიდეოგადაღების შეწყვეტა რამდენჯერმე სთხოვა, შემდეგ კი ვიდეოკამერას ხელი დაარტყა.

რამდენიმე საათის შემდეგ კემპბელმა გაცხარების გამო ტელეკომპანიას ბოდიში მოუხადა. "ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რაც მოხდა. ეს დიდი გაუგებრობა იყო", - განაცხადა მოდელმა.