loader

დრამატული მომენტი საბავშვო Voice-ში - 13 წლის მომღერალს ნერვიულობისგან სცენაზე გული წაუვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრამატული მომენტი საბავშვო Voice-ში - 13 წლის მომღერალს ნერვიულობისგან სცენაზე გული წაუვიდა

რუსეთში საბავშვო "ახალი ხმის" მეორე სეზონის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. 13 წლის მოსკოველის ანდრეი კლუბანის გამოსვლის დროს, რომელმაც სიმღერა Зурбаган-ი შეასრულა, ინციდენტი მოხდა. ბიჭს არცერთი მწვრთნელი არ შემოუბრუნდა და ახალგაზრდა მომღერალმა ისე ინერვიულა, რომ სიმღერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელებთან საუბრის დროს მოულოდნელად გული წაუვიდა. ანდრეი იქვე მყოფმა ორკესტრის ხელმძღვანელმა ხელში აიყვანა, შემდეგ მასთან მწვრთნელებიც მივიდნენ და ექიმს დაუძახეს. ანდრეი მალევე მოვიდა გონს და სცენიდან გასვლა თავად შეძლო.