loader

როგორ ცხოვრობენ პუგაჩოვა და გალკინი - ინტერნეტში წყვილის ოჯახური ვიდეო მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცხოვრობენ პუგაჩოვა და გალკინი - ინტერნეტში წყვილის ოჯახური ვიდეო მოხვდა

ეს ოჯახური ვიდეო რუსი პრიმადონას, ალა პუგაჩოვასა და მისი მეუღლის, მაქსიმ გალკინის სახლშია გადაღებული. მომღერლის თაყვანისმცემლებმა პირველად შეძლეს, ალასა და მაქსიმის მდიდრული სასახლის ინტერიერი შეეთვალიერებინათ. ვიდეოგადაღება 2015 წლის იანვრითაა დათარიღებული. მასზე აღბეჭდილია ახალი წლის ღამე.

სტუმრების წინაშე რუსი იუმორისტი ვინოკური მღერის, რომელსაც სახლის დიასახლისი ალა პუგაჩოვა ჰყვება. ვინოკურისა და ალა ბორისოვნას გვერდით პოლიტიკოსი ვლადიმირ კოჟინი მეუღლესთან ერთად ცეკვავს.

მაგიდასთან ზის მსახიობი ოლესია სუდზილოვსკაია მეუღლით, ასევე, რუსი ბიზნესლედი და პუგაჩოვას უახლოესი მეგობარი ალინა რედელი, რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი მეუღლით, კომპოზიტორი იგორ ნიკოლაევი მეუღლესთან ერთად, რომლებიც ვიდეოში მაქსიმ გალკინს ტყუპისთვის - გარისა და ლიზისთვის საჩუქრებს გადასცემენ.