loader

როგორ გამოიყურება პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპი - ოჯახი ისრაელში მდიდრულ ვილაში ისვენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპი - ოჯახი ისრაელში მდიდრულ ვილაში ისვენებს

66-ე დაბადების დღის აღნიშვნა ალა პუგაჩოვამ ისრაელში, ოჯახურ გარემოცვაში გადაწყვიტა. გამოცემა SUPER-მა რუს პრიმადონას წმინდა მიწაზე მიაკვლია. ხმელთაშუა ზღვის მზიან სანაპიროზე პუგაჩოვა შვილებთან - ჰარისა და ელისაბედთან ერთად მდიდრულ ვილაში ისვენებს. ისრაელში მომღერალი ბოლო დროს უკვე მეორედ ჩავიდა. შარშან იგი ქვეყანაში ორი თვე ისვენებდა. ისევე, როგორც ადრე, პუგაჩოვა ქალაქ კესარიაში დაბინავდა.

პუგაჩოვასთან ერთად, ისრაელში ორი ძიძაც ჩაფრინდა. ყოველ დილით ქალები ტყუპთან ერთად პარკში სეირნობენ. ბავშვები შესამჩნევად გაიზარდნენ: ისინი საბავშვო ეტლში აღარ სხედან, დარბიან და თამაშობენ. თავად პუგაჩოვა ვილას არ ტოვებს, რომ მეზობლების ყურადღება არ მიიპყროს.

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპი ქალ-ვაჟი სუროგატმა დედამ წელიწადნახევრის წინ გაუჩინა.

იხილეთ: როგორ ცხოვრობენ პუგაჩოვა და გალკინი - ინტერნეტში წყვილის ოჯახური ვიდეო მოხვდა