loader

სელმა ჰაიეკს ყველაფერი სექსუალურად გამოსდის, კალიის ჭამაც კი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სელმა ჰაიეკს ყველაფერი სექსუალურად გამოსდის, კალიის ჭამაც კი

ცნობილმა მსახიობმა სელმა ჰაიეკმა თაყვანისმცემლები უჩვეულო ვიდეოთი გააოცა. 48 წლის სექსსიმბოლომ Instagram-ზე პატარა ვიდეოფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც კალიას ჭამს. ვიდეოში ჩანს, სელმა როგორ იდებს მწერს ენაზე, ღეჭავს და ყლაპავს. ამის შემდეგ მსახიობი ამბობს: "ეს კალია მექსიკიდან, ოახაკიდანაა და ის იჭმევა".

მსახიობს არ განუმარტავს, რა მიზნით გამოაქვეყნა კალიის ჭამის პროცესი, რის გამოც თაყვანისმცემლებმა საკუთარი ვერსიები წამოაყენეს. ზოგიერთებმა ივარაუდეს, რომ ის ვიტამინებს შეიცავს, რომელიც მსახიობს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.