loader

ერევანში System of a Down-ის კონცერტზე ქართველი, რუსი და უკრაინელი ფანები ჩავიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში System of a Down-ის კონცერტზე ქართველი, რუსი და უკრაინელი ფანები ჩავიდნენ

ქართველი, რუსი, უკრაინელი და ირანელი გულშემატკივრები სომხეთის დედაქალაქში როკ-ჯგუფ System of a Down-ის კონცერტზე ჩავიდნენ. კონცერტი 23 აპრილს, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა.

კონცერტის დროს ჯგუფი სომხების გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოვიდა. ჯგუფმა 30-ზე მეტი სიმღერა შეასრულა.

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მოედანზე ფანები შეიკრიბნენ. სომეხი ფანების გარდა, მოედანზე რუსმა, უკრაინელმა, ირანელმა და ქართველმა ფანებმაც მოიყარეს თავი.