loader

ვიქტორია ბექჰემს, როგორც ჩანს, დიდი ხანია არ უნახავს ქმრის შიშველი სხეული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიქტორია ბექჰემს, როგორც ჩანს, დიდი ხანია არ უნახავს ქმრის შიშველი სხეული

ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილ წევრი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, როგორც ჩანს, იმდენად გაერთო სამუშაოთი, რომ დაავიწყდა, როგორ გამოიყურება მისი მეუღლე. ვიქტორია ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდა, სადაც გაირკვა, რომ მან მეუღლის, დევიდ ბექჰემის სხეული საერთოდ არ იცის. წყვილი უკვე 16 წელია დაქორწინებულია და ოთხ შვილს ზრდის.

41 წლის დიზაინერს ელენმა ვიქტორინის თამაში შესთავაზა, რომლის პირობები შემდეგი იყო: ვიქტორიას უნდა გაეხსენებინა, სხეულის რა ნაწილზე აქვს ფეხბურთის ლეგენდას ესა თუ ის სვირინგი. ბექჰემის ყოველ სწორ პასუხზე საქველმოქმედო ფონდი ათას დოლარს მიიღებდა.