loader

კიდევ უფრო "ბნელი" "გრეის 50 ელფერი" - პირველი კადრები ფილმის მეორე ნაწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ უფრო "ბნელი" "გრეის 50 ელფერი" - პირველი კადრები ფილმის მეორე ნაწილიდან

ე. ლ. ჯეიმსის "გრეის 50 ელფერის" მეორე რომანის ეკრანიზაცია, რომელიც კრისტიან გრეისა და ანა სტილის რომანის გაგრძელების შესახებ მოგვითხრობს, სავარაუდოდ, მალე იხილავს დღის სინათლეს. მართალია, ფილმის მეორე სერიისთვის ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ რეჟისორი და სცენარისტმაც სულ ახლახან დაიწყო სცენარზე მუშაობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა ფილმის პირველი კადრები.

რამდენიმეწამიან ვიდეოში კრისტიან გრეი (ჯეიმი დორნანი) ნიღაბს ირგებს. მთავარი გმირის შავბნელი ცხოვრება ახალ ფილმში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო "დაბნელდება". კინომანებს ფილმში ნიღბის გაკეთების მომენტმა გაახსენა სტენლი კუბრიკის სურათი "ფართოდ დახუჭული თვალებით" და ტომ კრუზის სხვა სექსუალური სცენები, რამაც ფილმისადმი ინტერესი უფრო გაუძლიერა.