loader

Victoria's Secret-ის ახალი "ანგელოზები" - ბრენდმა 10 ლამაზმანს გაუფორმა კონტრაქტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Victoria's Secret-ის ახალი "ანგელოზები" - ბრენდმა 10 ლამაზმანს გაუფორმა კონტრაქტი

თეთრეულის ბრენდმა Victoria's Secret-მა 10 ახალ მოდელთან თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა. Victoria's Secret-თან კონტრაქტი ფეშენ-ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.

მოდური ბრენდის ახალ სახეებად დასახელდნენ ეკატერინა გრიგორევა, ტეილორ ჰილი, მარტა ჰანტი, მონიკა იაკ იაგაჩაკი, სტელა მაქსველი, ლაის რიბეირო, სარა სამპაიო, იასმინ ტუკსი, რომი სტრაიდი და ელზა ჰოსკი. ათი "ანგელოზი" - ასე ეძახიან ჩვეულებრივ Victoria's Secret-ის დესპანებს, რომლებიც სხვებს, მოდური ბრენდის პოპულარულ წარმომადგენლებს - ალესანდრა ამბროსიოს, ადრიანა ლიმას, კენდის სვეინპოლს, ბეჰატი პრინსლოს, დაუტცენ კრუზსა და სხვებს შეუერთდნენ.