loader

"ევროვიზიის" რუსმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტი გადაკოცნა, რაც რუსებს ძალიან არ მოეწონათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიის" რუსმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტი გადაკოცნა, რაც რუსებს ძალიან არ მოეწონათ

"ევროვიზია 2014"-ის გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი წლევანდელი კონკურსის რუსეთის წარმომადგენელს, პოლინა გაგარინას რეპეტიციის შემდეგ ეწვია და კომპლიმენტებით აავსო. ამის შესახებ გაგარინა Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს. "კონჩიტამ უამრავი კომპლიმენტი მითხრა ... Beautiful, amazing ... - ბოლოს ამბობს! Приятно! Круто", - დაწერა გაგარინამ.

როდესაც მისმა ხელმომწერებმა "წვერიანი ქალის" შეურაცხყოფა დაიწყეს, მომღერალს ეწყინა: "ძალიან განაწყენებული ვარ, რამდენი შეუწყნარებლობა და სიძულვილია ადამიანებში. კონჩიტას სიყვარულს არ მოგიწოდებთ, არ მოგიწოდებთ, გიყვარდეთ ტრანსსექსუალები და ა.შ. მე გთხოვთ, არ განიკითხოთ და არ განიკითხებით! თუ გინდათ, საკუთარი შვილები ყველაფრისგან დაიცვათ, რასაც ტელევიზორსა და ინტერნეტში აჩვენებენ, მთებში უნდა წახვიდეთ და ბავშვები უმეცრებაში გაზარდოთ. მყავს 7 წლისა შვილი, დადის სკოლაში ბავშვებისთვის, რომელშიც ცუდად ხედავენ ან საერთოდ ვერ ხედავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სახლთან ახლოსაა და იცით, მას თავში არ მოუვა ახლა შეზღუდული შესაძლებლობის პირზე ან თვალის არმქონე ადამიანზე თითით მიანიშნოს! ბავშვებს ყველაფრის შესახებ უნდა უამბოთ. ისინი ჩვენზე გაცილებით ჭკვიანები და ბრძენები არიან! ჩვენ გვერდით არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ხშირად ჰომოსექსუალები არიან და ეს არანაირად არ ცვლის ჩემს კეთილგანწყობას მათდამი. მე ადამიანური ურთიერთობების და სიყვარულის მომხრე ვარ", - დაწერა მომღერალმა.