loader

66 წლის ალა პუგაჩოვას "მსუბუქი სტრიპტიზი" თამარ გვერდწითელის ნამღერზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

66 წლის ალა პუგაჩოვას "მსუბუქი სტრიპტიზი" თამარ გვერდწითელის ნამღერზე

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა მეუღლე მაქსიმ გალკინთან ერთად ისრაელში საკუთარი ახლო მეგობრის პროდიუსერ სემიონ მოგილევსკის
იუბილეს დაესწრო. ზეიმი კესარიაში გოლფ-კლუბში გაიმართა - შორიახლოს იმ ადგილიდან, სადაც პუგაჩოვა ვილას ქირაობს.

პუგაჩოვას გარდა, მოგილევსკის იუბილე თამარ გვერდწითელმაც მიულოცა. გალკინთან ერთად "არგო" იმღერა, რომელზეც პუგაჩოვამ დაქალთან ალინა რედელთან ერთად იცეკვა. "შემდეგი სიმღერა ლირიულია, ახლა რას იზამთ? შეგიძლიათ მსუბუქი სტრიპტიზი იცეკვოთ", - იხუმრა მაქსიმმა. ამის შემდეგ მეუღლის და გვერდწითელის შესრულებულ ფრანგულ კომპოზიციაზე პუგაჩოვამ სკამზე პიკანტური ცეკვა შეასრულა. 66 წლის პრიმადონა, ამ ასაკშიც კი ფორმაშია.