loader

13 წლის გოგონამ ხმა ამოიღო თუ არა, მწვრთნელმა ტირილი დაიწყო - რა მოხდა გერმანულ საბავშვო Voice-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის გოგონამ ხმა ამოიღო თუ არა, მწვრთნელმა ტირილი დაიწყო - რა მოხდა გერმანულ საბავშვო Voice-ში

გერმანული საბავშვო Voice-ის ბრმა კასტინგზე მწვრთნელების წინაშე 13 წლის სოლომეა გამოვიდა, რომელმაც სიმღერა Time To Say Goodbye შეასრულა. მელოდიის გაგონებისთანავე ცრემლი ვერ შეიკავა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლენამ, რომელმაც სიმღერის დასრულების შემდეგ განმარტება გააკეთა: "ალბათ, უნდა ავხსნა ასეთი რეაქცია რატომ მაქვს. ვერ ვიკავებ ტირილს, იმიტომ რომ ეს სიმღერა ემოციურად ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვობაში ამ სიმღერას ძალიან ხშირად დედასთან ერთად ვუსმენდი და ახლა შენ ეს ძალიან კარგად შეასრულე. მადლობა ამისთვის.