loader

პარის ჰილტონს სასტიკად ეხუმრნენ - მდიდარმა მემკვიდრემ თვითმფრინავში კივილი ატეხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარის ჰილტონს სასტიკად ეხუმრნენ - მდიდარმა მემკვიდრემ თვითმფრინავში კივილი ატეხა

მზიან დუბაიში მგზავრობა პარის ჰილტონისთვის ასეთი დრამატული ჯერ არასდროს ყოფილა. როგორც 34 წლის მდიდარმა მემკვიდრემ განაცხადა, იგი ამ დღეს არასდროს დაივიწყებს. პარისს 15-წუთიანი ექსკურსია მოუწყვეს თვითმფრინავით, მაგრამ მოულოდნელად სალონში განგაშის სიგნალი ჩაირთო, ხოლო რამდენიმე წამში ხალხის წივილ-კივილი ატყდა.

"რა ხდება? რატომ ვერ ვჯდებით? სად არის პილოტი?" - პანიკაში ჩავარდნილი ჰილტონი აქეთ-იქით იყურებოდა და თვალყურს ადევნებდა, როგორ ემზადებოდნენ მგზავრები გადასახტომად. სინამდვილეში ეს ყველაფერი ტელეშოუ Ramez in Control-ის მიერ მოწყობილი იყო და პარისისთვის გული რომ არ გაეხეთქათ, დროზე უთხრეს, რომ მას გაეხუმრნენ.