loader

ბათუმში OKEAN ELZY-ის კონცერტის დაწყებამდე ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში OKEAN ELZY-ის კონცერტის დაწყებამდე ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ბათუმში "ჰიტ ბათუმი 2015"-ის საღამოები გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი უკრაინული როკ-ბენდის OKEAN ELZY-ის კონცერტის დაწყებამდე მსმენელმა წუთიერი დუმილით 2008 წლის აგვისტოს ომში დარუპულ გმირებს პატივი მიაგო.

უკრაინელმა მუსიკოსებმა პირველი სიმღერა აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიუძღვნეს, რის შემდეგაც ცნობილი ჰიტები შეარულეს. კონცერტის დასრულების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ კომენტარი "ოკეან ელზის" სოლისტმა სვიატოსლავ ბაკარჩუკმაც გააკეთა: "ომი ყოველთვის ცუდია. არავინ მსოფლიოში ომს მხარს არ უჭერს იმიტომ, რომ ომში ადამიანები იღუპებიან და ეს ცუდია. ვფიქრობ, უკრაინა ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო 2008 წელს. იმედი მაქვს, უკრაინა გადაიტანს ამ ყველაფერს და აღარასდროს იქნება ომი", - აღნიშნა სვიატოსლავ ბაკარჩუკმა.

View the English version on Georgian Journal:

Ukrainian rock band Okean Elzy in Batumi - Concert starts by honoring the deceased Georgian heroes of 2008 August War