loader

კრიშტიანუ რონალდუს და "ევროვიზია 2016"-ზე გამარჯვებისთვის იბრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიშტიანუ რონალდუს და "ევროვიზია 2016"-ზე გამარჯვებისთვის იბრძვის

ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს დას - 38 წლის მომღერალ კატია ავეირუს "ევროვიზია 2016"-ზე გამარჯვება უნდა. მან Twitter-ში კამპანია წამოიწყო და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერა სთხოვა, რადგან პორტუგალიის კონკურსზე წარდგენა მისი ოცნებაა. სიმღერას, რომელსაც ავეირუ კონკურსზე შეასრულებს, Latina de cuerpo y alma (”ლათინოამერიკელი სხეულით და სულით") ჰქვია.

კატიამ კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც სცენაზე ფსევდონიმით - რონალდა გამოდიოდა. ფართო საზოგადოებამ იგი 2014 წელს გაიცნო, როდესაც სატელევიზიო შოუ Survivor-ში მიიღო მონაწილეობა.

ეს მომღერალი 14 კანდიდატიდან ერთ-ერთია, რომელიც წინასწარ შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას. კონკურენტებისგან განსხვავებით, მას უპირატესობა აქვს, მისი ძმა ფეხბურთის ცნობილი ვარსკვალვია. მას დისთვის ხალხის მხარდაჭერის მოპოვება მარტივად შეუძლია.

"ევროვიზიის" შემდეგი კონკურსი 2016 წლის მაისში შვედეთში გაიმართება.