loader

Victoria's Secret-ის ახალი "ანგელოზები" - როგორ ფიქრობთ, აჯობებენ ლიმას, ამბროსიოს და კერის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Victoria's Secret-ის ახალი "ანგელოზები" - როგორ ფიქრობთ, აჯობებენ ლიმას, ამბროსიოს და კერის?

ბოლო დროს პრესა Victoria's Secret-ის "ანგელოზების" ახალი თაობის შესახებ ბევრს წერს, რადგან გოგონებს ბრენდის წინა სარეკლამო კამპანიების ისეთ ვარსკვლავებთან შედარება მოუწევთ, როგორებიც მირანდა ქერი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო და დაუტცენ კრუზია.

გთავაზობთ "ახლების" ახალ ფოტოსესიას და თქვენ განსაჯეთ, ელოდებათ თუ არა მათ ისეთივე ბრწყინვალე კარიერა, როგორც მათ წინამორბედებს. ხუთმა "ანგელოზმა" - სტელა მაკსველმა, ელზა ჰოსკმა, მარტა ჰანტმა, ჟასმინ ტუკსმა და რომი სტრიდმა ახალ სარეკლამო კამპანიაში ამერიკული ბრენდის სპორტული კოლექცია წარმოადგინეს.